თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდივანას განცხადებით, სააგენტო აქტიურად მუშაობს, საბავშვო ბაგა-ბაღებში ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. ,,ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში ყველგან გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვი. ასევე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით, უკვე შესაძლებელია 6-დან-7 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში დარეგისტრირება.
,,დღევანდელი ჩვენი სტუმრობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან, ჩვენს პატარებთან, არის ხაზგასმა იმისა, რომ ამ ადამიანებს, როგორც რიგითი მოქალაქეებისგან, ასევე, იმ ადამიანებისგან , რომლებიც გადაწყეტილების მიმღები პირები არიან, აქვთ და მომავალშიც ექნებათ გარანტირებული მხარდაჭერა’’. აცხადებს ზაზა გაბუნია.
რამდენიმე წელია, რაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა მოქმედებს. ბაგა-ბაღებში დასაქმებულები არიან სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალურად მუშაობენ.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან აუტიზმის სინდრომის მქონე 110-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღის აღმზრდელებს ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომების შესახებ სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






