მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:31, 02 Apr, 2015     1208
დღეს, თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დედაქალაქში სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს,
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მოქალაქეების მაღალი სტანდარტით მომსახურება, საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ეფექტიანობა, კერძო ბიზნესისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ასევე, საქართველოსა და მისი დედაქალაქისათვის საერთაშორისო თუ სხვა რეიტინგებში მოწინავე შედეგების უზრუნველყოფაა. ამისათვის იუსტიციის სამინისტრო და ქალაქის მერია ერთობლივად იმუშავებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებების ეფექტიანობის გაზრდის, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციისათვის.

მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და თბილისის მერია ითანამშრომლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დანერგვის, ელექტრონული მართვის სისტემის გამართვის კუთხით; ერთობლივად უზრუნველყოფენ საჯარო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემას და მომხმარებლისათვის ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას; მოაწესრიგებენ მისამართების ერთიან სისტემას, უზრუნველყოფენ მოქალაქეთა აღრიცხვა-რეგისტრაციასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ქონების მართვის საკითხები, მათ შორის, ქონების რეგისტრაცია; გეოსივრცითი მონაცემების შექმნა, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება (მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში); თბილისის სტუმრებისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნა მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.

დავით ნარმანიას თქმით, მემორანდუმის მიზანი მოქალაქეების მაღალი სტანდარტით მომსახურება, საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ეფექტურობაა. „ჩვენ აქტიურად დავიწყეთ იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისების გამოყენება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მონაცემთა გაცვლის საკითხებში, ელექტრონული მართვის სფეროში. მომავალში ვაპირებთ, უფრო მეტად გავააქტიუროთ მუშაობა ამ თვალსაზრისდით. გვინდა თბილისის მერია ერთ სივრცეში სერვისების მიწოდებაზე მორგებული და ამ თვალსაზრისით გამართული ორგანიზაცია გახდეს, რათა სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ მოქალაქეებს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი სერვისები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო დედაქალაქის მერიასთან რამდენიმე თვეა თანამშრომლობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის დანერგვის სფეროში, რაც წინა მერის პირობებში მუნიციპალიტეტს და მის სერვისებს არ ჰქონდათ. „ აქ იგულისხმება პირველ რიგში თბილისელებისთვის სერვისის მიწოდების სფეროში უფრო მეტი კომფორტის შექმნა, მეტი ინოვაციების დანერგვა, მერიის სერვისების კვლევა, რომელსაც ჩვენ დაახლოებით 3-4 კვირაში იუსტიციის სახლის და სერვისების განვითარების სააგენტოს რესურსებით ჩავატარებთ და გვეცოდინება, რა ტიპის სერვისები შეიძლება გაიცეს იუსტიციის სამინისტროში მერიიდან ანუ, შევასრულოთ მერიისთვის ფრონტის ფუნქცია“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საჭიროა ერთად მუშაობა, რათა იუსტიციის სამინისტროში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტი მერიაშიც დაინერგოს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის ძალაშია ხელმოწერის დღიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42