„იუკოსის“ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ ხოდორკოვსკი თბილისში საცხოვრებელ კომპლექსსა და სავაჭრო ცენტრს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსის“ რუსული გამოცემა ავრცელებს.
რედაქციის მიხედვით, 2011 წელს, ხოდორკოვსკის კომპანია Quadrum Global-მა , თბილისში საბურთალოზე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა. კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომლის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
სტატიის მიხედვით, ხოდორკოვსკი თბილისში სავაჭრო-გასართობ ცენტრსაც აშენებს, რომლის საერთო ფართობი 65 ათასი კვ. მეტრი იქნება. ცენტრი,თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზეა განთავსებული და მთელი ინფრასტრუქტურით 18 ათას ჰექტარს მოიცავს. მისი ღირებულება კი 90 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ფორბსის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პირველი ფაზა გასული წილს ბოლოს უნდა დასრულებულიყო.


მასალის გამოყენების პირობები






