"აბა, მოემზადეთ სიურპრიზისთვის: ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა!"
საზოგადოება - 15:56, 01 Apr, 2015     6783
თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდი ზოოპარკის ახალი ბინადრის შესახებ იტყობინება და აცხადებს, რომ ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა:

"აბა, მოემზადეთ სიურპრიზისთვის:

ჩვენ კიდევ ერთი უსაყვარლესი ახალშობილი გვყავს!

ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა. პატარა ჯანმრთელია და დედასთან ერთად განცალკევებულ ვოლიერში იმყოფება. დედა კარგად უვლის ბოკვერს, ძუძუს აწოვებს და უცხო პირების მიახლოებას ავისმომასწავებელი ბრდღვინვით აპროტესტებს.

ხმალკბილა ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომელიც ბინადრობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიოცენის ეპოქიდან გვიან პლეისტოცენურ ეპოქამდე, დაახლოებით 13 - 2 მილიონი წლის წინ. ტანად თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო, 1,2 მ. მხრების სიმაღლეში და 2 მ. სიგრძეში. ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, დაკბილული საჭრელი კიდეებით. ხმალკბილა ვეფხვის მრავალი სახეობა იყო ცნობილი, რომელიც მაქაიროდის გვარში ერთიანდებოდა.

დღემდე მეცნიერებში გავრცელებული იყო აზრი, რომ ხმალკბილა ვეფხვი ცალკე სახეობა იყო და არ ენათესავებოდა დღევანდელი ეპოქის ვეფხვების სახეობებს; თუმცა თბილისის ზოოპარკში მომხდარმა საოცარმა ამბავმა შეიძლება საწინააღმდეგო დაამტკიცოს. ჩვენი ვარაუდით დღევანდელი ვეფხვები ხმალკბილა ვეფხვის გენის მატარებლები არიან და მათი თავიდან გამოჩენა დედამიწაზე სწორედ თბილისის ზოოპარკიდან დაიწყება. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ე.წ. „კალისტოს ეფექტთან“, რომელიც აღწერილია პრესტონისა და ჩაილდის მიერ. ეს ეფექტი გულისხმობს იმას, რომ როდესაც ბუნებაში ირღვევა ბალანსი, აუცილებლად ჩნდება მტაცებელი, რომელიც დაარეგულირებს და აღადგენს ბალანსს."- ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42