გახანგრძლივებული განბაჟების ვადა და გაუქმებული ჯარიმები - შეღავათები ავბტოიმპორტიორებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:02, 01 Apr, 2015     10128
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში რიგი საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით, 1 აპრილს, შემოსავლების სამსახურში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ამ ბიზნესში დასაქმებულ პირებთანაც. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ძირითადი ცვლილებების პროექტი. პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე). ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით „გაუიაფდება“ მანქანა და შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც. გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ასევეშემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42