შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, თანხის დაბრუნებას დეკლარციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული.
როგორ მან განმარტა, იმის გამო, რომ დღეს ბევრმა ადამიანმა სცადა დეკლარაციის შევსება, სისტემა შეფერხებით მუშაობს.
„მინდა მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას და ხელს ვუშლით გამართულ მუშაობას. დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი დაუბრუნდება ყველა მოსარგებლე პირს. დეკლარაციების შევსება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა და განმარტა, რომ წელს სიახლეებიცაა.
მისი თქმით, იმ პირებს, რომელთაც შეავსეს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შეუძლიათ აკონტროლონ თუ მონაცემებით რომელ დეკლარაციებს დაუბრუნდათ თანხა.
მასალის გამოყენების პირობები






