მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროსა და SDC შორის თანამშრომლობას საქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება და მათი მართვის გაუმჯობესება, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის ეფექტური კოორდინირებისა და პრევენციული ღონისძიებების გზით.
მემორანდუმის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სპეცილისტები გაივლიან სათანადო ტრენინგებს საფრთხეებისა და რისკების რუკის შედგენის, ასევე, დანახარჯებისა და სარგებლის მეთოდოლოგიის საკითხებში. სწორედ დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით განისაზღვრება კონკრეტული პრევენციული და ბიოსაინჟინრო ღონისძიებები ბუნებრივი კატარსტროფების რისკების შესამცირებლად.
პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა 400 000 შვეიცარული ფრანკია ( ეს თანხა წარმოადგენს გრანტს), რომლის ფარგლებშიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო შეისყიდის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მასალებს, აღჭურვილობასა და მომსახურებას.
მასალის გამოყენების პირობები






