გიორგი კვირიკაშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:45, 01 Apr, 2015     1301
31 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტი კარინ ფინკელსტონი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და IFC-ის მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა IFC-ის საქმიანობაზე საქართველოში, იმ პროექტებზე, რომელთაც ორგანიზაცია ახორციელებს ან სამომავლოდ მათ დაწყებას გეგმავს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, შუახევიჰესის პროექტზე. მას „აჭარისწყალი ჯორჯია“ განახორციელებს, რომელიც ერთობლივი საწარმოა ინდურ Tata Power-ს, ნორვეგიულ Clean Energy Invest-ს და IFC-ს შორის. ამ პროექტისთვის IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება საერთო ჯამში 104 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო პროექტები. IFC-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მსხვილი პროექტების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველოს უახლოესი მომავლის ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს IFC-სთან თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზეც. საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ტიპის ფინანსური სქემების შემუშავებისას, განსაკუთრებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების აწყობისას, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42