საპარტნიორო ფონდი საავიაციო ნაწილების საწარმოს პროექტს იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:26, 31 Mar, 2015     1280

საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის ცნობილ კომპანია Elbit Cyclone-თან ხელი მოაწერა წარმოების სექტორში ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას.

“ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ მაღალტექნოლოგიული წარმოების განვითარებას, ეს კი მაგალითს აძლევს სხვა მსხვილ ბრენდებს საქართველოში განავითარონ საკუთარი ბიზნესი,“ აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.

პროექტი მიზნად ისახავს 3 წლის განმავლობაში 85 მლნ აშშ-ს ღირებულების მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს შექმნას, სადაც თვითმფრინავის დეტალები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები ავიაციის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. აღნიშნული საწარმო ELBIT-ის დახმარებით გაივლის ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიცირებას. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ამ ტიპის საწარმო იქნება.

პროექტი 300 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელთა გადამზადება მოხდება წამყვანი სპეციალისტების მიერ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი ისრაელიდან ჩამოვლენ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე.

ამჟამად ELBIT Cyclone კომპოზიტურ მასალებს ამზადებს ისრაელში, ქალაქ ჰაიფას საწარმოში. დამატებითი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის მიზნით ELBIT-მა საქართველო სხვა მრავალ ალტერნატივას შორის სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გამო შეარჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42