საქართველოში ინსულინის სახეობის მედიკამენტ ლანტუსზე დეფიციტს, ჯანდაცვის სამინსიტრო არ ადასტურებს.
უწყებაში განცხადებით, ნებისმიერ პაციენტს საჭიროებიდან გამომდინარე მიეწოდება აღნიშნული პრეპარატი.
„შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ლანტუსის მომხმარებელთა წრე გაფართოვდა და ეს არანაირად საგანგაშოა არ არის,” - ეს განცხადება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის უწყებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, არის ის, რომ, სამთვიანი მარაგის ნაცვლად, პაციენტები ლანტუსის ერთთვიან მარაგს იღებენ.
„სანამ ახალი პარტია შემოვა და ეს მოხდება მომავალი კვირის დასაწყისიდან, მანამდე, უბრალოდ, სამთვიანი გასაცემი მარაგი ერთ თვემდე მცირდება,” - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






