როგორც კომპანიის ბილინგის სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი სულაბერიძე განმარტავს, გადასახადის გადახდის ერთიანი ადმინისტრირების სისტემის პირობებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეს ახალი სერვისი პირველ რიგში, მომხმარებლისთვის იქნება კომფორტული და სარგებლის მომტანი. მისი თქმით, ეს სერვისი აბონეტებს მინიმუმამდე შეუმცირებს გადასახადის დროულად დახდასთან დაკავშირებულ გაუგებრობასა და ელექტროენერგიის გათიშვის ალბათობასაც მაქსიმალურად გამორიცხავს.
რაც შეეხება იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგების გადასახადის გადაუხდელობით გარკვეული დავალიანება დაუგროვდათ, გიორგი სულაბერიძის თქმით, მათ შეუძლიათ კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებს მიმართონ, სადაც დავალიანების დასაფარად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ და, შესაბამისის შეთანხმების საფუძველზე, 36 თვეზე ან გაცილებით ხანგრძლივ პერიოდზე გაუნაწილებენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ კომპანიის უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ: http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx
რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






