"ყველა ძაღლს, რომელიც ქუჩიდან ხვდება თავშესაფარში, დახოცავენ"
საზოგადოება - 12:22, 31 Mar, 2015     1205
თბილისის მერიის ახალ ინიციატივას , რომლის მიხედვითაც შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, ცხოველთა უფლებადამცველები აპროტესტებენ. პატრონებს , რეგისტრაციასთან ერთად , ცხოველებისთვის , ყელსაბამის გარდა, მიკროჩიპის, ტატუირების ან იარლიყის გაკეთება მოუწევთ. გუშინ მერიის ამ ინიციატივის წინააღმდეგ, აქცია გაიმართა.

ბიზნესმენი და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, ცხოველთა დამცველების აღშფოთება და პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქუჩის ყველა უსახლკარო ძაღლი, აღნიშნული პროექტით ექვემდებარება სიკვდილს, მიუხედავად იმისა ის აგრესიულია, წყნარი,ჯანმრთელი თუ ავადმყოფი.

„ამ პროექტის მიხედვით, ძაღლი თუ ცხოვრობს ქუჩაში, მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა მეურვე, უკეთებს აცრას, უვლის, აჭმევს საჭმელს, რადგან ეს ძაღლი ცხოვრობს ქუჩაში, უნდა იქნას გადაყვანილი მერიის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში.ამას არეგულირებს მერვე მუხლი. მეცხრე მუხლში კი წერია, რომ ყველა ძაღლი, რომელიც მოხვდება მერიის თავშესაფარში. თუ ვერ შეეგუა იქ არსებულ პირობებს და მოიწყინა, ჩავარდა სტრესულ ვითარებაში ექვემდებარება სავალდებულო სიკვდილს ევთანაზიის გზით. ძაღლებს სტრესი ემართებათ ნებისმიერ შემთხვევაში , რადგან მას როცა ბუნებრივ არეალს მოსწყვეტ, გადაიყვან სხვაგან და ჩაკეტავ, იქ ყველა ვარიანტში ძაღლი მოიწყენს. მერე მიჰყავთ ძაღლი და კლავენ. აი რას ვაპროტესტებთ. თუ მოხდა სასწაული და ძაღლი არ ჩავარდა სტრესულ ვითარებაში, არის ჯანმრთელი, არ არის აგრესიული, ამ შემთხვევაში ძაღლს უკეთდება სტერილიზაცია-კასტრაცია. 10 დღის გასვლის შემდეგ თუ ეს ძაღლი არ გაჩუქდა თავშესაფრიდან, ხდება მისი სავალდებულო მოკვლა ევთანაზიის გზით.“- აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი და აღნიშნავს , რომ თუ კანონპროექტი მსგავსი სახით დამტკიცდა, ადგილი ექნება კორუფციის ფაქტებს:

„მერიის თავშესაფრისა და მოსახურების სააგენტოსთვის გამოყოფილია 2 ,9 მილიონი. აქედან 169 ათასი გამოყოფილია ძაღლებზე, რაშიც შედის კვება, ევთანაზიის ხარჯი, ოპერაცია. თავშესაფარი იტევს 15 ძაღლს, როცა 150 ძაღლს მარტო ერთ დღეში იჭერს ეს სამსახური. სწორედ ისაა საქმე რომ აქაც ფული კეთდება. ძაღლი, რომელსაც გაუკეთდება სტერილიზაციის ოპერაცია და ამაში გამოყოფილია თანხა ბიუჯეტიდან, ეს თანხა 70 ლარამდეა. 10 დღის მერე ეს ნაოპერაციები ძაღლი უნდა მოკლან, ესე იგი, რა გამოდის, სახელმწიფო უკეთებს ოპერაციას და მერე კლავს. ერთი ქუჩის ძაღლი მაჩვენეთ, რომელი გაჩუქდა. ყველა ძაღლს, რომელიც ქუჩიდან ხვდება თავშესაფარში, დახოცავენ . აი სადაა კორუფცია. ამ მოკლულ ძაღლს ვინ გაუკეთებს ექსჰუმაციას, რომ დაადგინონ, ჰქონდა თუ არა სტერილიზაცია გაკეთებული? იქნებ არ გაუკეთეს და ფული ჯიბეში ჩაიდეს?“- აღნიშნავს ელიზბარაშვილი.

წყარო „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42