ბიჭი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დაუჩოქა", საჯარო ბოდიშს იხდის
საზოგადოება - 11:51, 31 Mar, 2015     14979

ლევან სურამელაშვილი, რომელმაც გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს "დაუჩოქა", საჯარო ბოდიშის მოხდის თხოვნით ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.

"ბოდიში ორგანიზატორებს, ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდში 1997-წლიანებში, ვიყავი ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც, უზომოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მსურდა, რაღაც ფორმით ახლოს ვყოფილიყავი საფეხბურთო სამყაროსთან. რეკომენდაცია გამიწიეს მამუკა კვარაცხელიასთან ამ მატჩისთვის მედია-მოხალისეობაზე, მან შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, ჩამიტარა გასაუბრება, მომცა რამდენიმე დავალება, რაც შევეცადე კარგად შემესრულებინა. სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა ფოტოგრაფების ზონის შემომსაზღვრელი თოკის დაჭერა 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე. თავიდან ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციას, შემდეგ კი ვერ გავუძელი ემოციებს და მივიჭერი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან შვაინშტაიგერთან, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე. ძალიან განვიცდი, რომ ვერ შევასრულე დაკისრებული მოვალეობა და ვთხოვ პატიებას ბატონ მამუკას, ჩემს კოლეგებს და მატჩის ორგანიზატორებს. მე ქართველი ვარ და გულშიც არ გამივლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა!",- ნათქვამია წერილში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42