ვერა ქობალიამ დირექტორის მოადგილის რანგში უკვე გამართა შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის დელაგაციასთან და მათ Astana EXPO-2017-ის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„თემა, რომელიც Astana EXPO-2017-ისათვის არის შერჩეული „მომავლის ენერგია“ , მნიშვნელოვანია როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის, ეს გამოფენა კი ხელს შეუწყობს არა მარტო ყაზახეთის შესაძლებლობების და ბაზრის გაცობას, არამედ სხვა ქვეყნებს საშუალებას მიცემს ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნეს სტრუქტურებთან თანამშრომლობის ოპტიმალური გზები იპოვონ “ - განაცხადა ქობალიამ.
„EXPO-2017“ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება და მისი მთავარი თემა „ მომავლის ენერგია“ იქნება, გამოფენაში მონაწილეობას 100 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ყაზახეთი საერთაშორისო გამოფენისთვის აქტიურად ემზადება. აქტიურად მიმდინარეობს საგამოფენო პავილიონების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
მასალის გამოყენების პირობები






