მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მათ მოსაცილებლად ხელმოწერების შეგროვებაა საჭირო.
„დიდი სამეგობრო მყავს, ყველა ნაციონალების წინააღმდეგია და რა გახდა მათ მოსაცილებლად ხელმოწერების შეგროვება. ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას ყველა ხელს მოვაწერთ, საქართველოს მოსახლეობს 80 პროცენტი, ასე რთულია ამის გაკეთება?“- აცხადებს ლალი ბადურაშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა კი არა, საკუთარი მილიარდები უნდა დაითვალონ:
„ამათი მსგავსი ფუფუნება არ დამსიზმრებია...მიკვირს , როდესახ ნაციონალებს ფაშისტებს ადარებენ. იმათ გერმანია მაინც უყვარდათ და მსოფლიოში პირველ ერად ასახელებდნენ, ამათ კი, ქართველები სძულთ და ქართული არაფერი უნდათ. შოუბიზნესსაც მხოლოდ იმიტომ აფინანსებდნენ, რომ თვითონ ერთობოდნენ, მეტი ტვინი არ ჰქონდათ, თორემ არც მუსიკა ესმოდათ, არც ლიტერატურა, არც კინო, ყოველივე ქართულს დასცინოდნენ... საჭმელი არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა კულტურა და შენ ამას მიგდებ სასაცილოდ? არ გაპატიებ!“- აცხადებს ლალი ბადურაშვილი.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






