ზემო ფონიჭალაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ქვეფილიალი გაიხსნა
საზოგადოება - 15:23, 30 Mar, 2015     1529

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ზემო ფონიჭალაში განახლებული ქვეფილიალი გახსნა. ქვეფილიალი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ცენტრის დირექტორმა თემურ ბარკალაიამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად გახსნეს.

ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი. თბილისის მერის განცხადებით, ახალ ქვეფილიალს ორი სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა მოემსახურება, რაც უბნის მოსახლეობისათვის მისამართზე მოკლე ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასწრაფო დახმარების სისტემაში ადგილზე დაგვიანებით მისვლა იყო. ამ უბანში დაგვიანება იმის გამო ხდებოდა, რომ ბრიგადებს შორი მანძილიდან უხდებოდათ მისვლა. ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოს ახალ ხელმძღვანელობას დამატებით ქვეფილიალის გახსნა დაევალა, სადაც ორი სრულად აღჭურვილი ბრიგადა იმუშავებს და ზემო და ქვემო ფონიჭალას მოემსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თემურ ბარკალაიას თქმით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ უბანში დამატებითი ქვეფილიალის გახსნის საჭიროება იყო. მისივე თქმით, იქმნება ახალი გეოგრაფიული სამედიცინო რუკა, რომლის საფუძველზეც გადახალისდება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ფილიალები. „ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი. აღნიშნული ქვეფილიალის გახსნა საგრძნობლად შეამცირებს იმ დროს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ უბნებში მისვლამდე სჭირდება“, - განაცხადა თემურ ბარკალაიამ.

ამჟამად თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 93 სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა ემსახურება. ქალაქში 13 ფილიალი და უკვე 3 ქვეფილიალია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთი თვის წინ დაავალა. უკვე შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი, ქმედითი და ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალების შექმნას, პერსონალის გადამზადებას, სამედიცინო და სხვა აპარატურის, ინვენტარის, მანქანების განახლებას, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას და სხვა.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42