თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაანაცხადა, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას უკავშირედება. ნარმანიას თქმით, ამ კანონთან დაკავშრიებით საზოგადოების აზრის გათვალისწინება აუცილებლად მოხდება.
„გადავდივართ ცხოველთა დაცვის კუთხით ევროპულ სტანდარტებზე, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შევიმუშავეთ, ამ მიზანს ემსახურება. ყველაფერს ვაკეთებთ საზოგადოებისთვის, ყველა რაციონალური მოსაზრება, რომელიც ამ თვალსაზრისით ეფექტიანობას გაზრდის, ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას თქით, აუცილეელია, რომ თბილისში უპატრონო ცხოველების რიცხვი შემცირდეს და ყველა ცხოველი საზოგადოებისთვის უვნებელი იყოს. მერმა მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს პირადად შეხვდეს.
ახალი რეგულაციის თანახმად, მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, რომ მათ საკუთრებაში მყოფი ცხოველები ყოველწლიურად, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრირონ, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება. ახალი რეგულაციით, ამავე ბაზაში, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც უნდა დაფიქსირდეს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






