აქცია მთისპირში - ბახვი ჰესთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ გადაკეტა
საზოგადოება - 11:45, 30 Mar, 2015     1261

ბახვი ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეწყდა. უკანავას (მთისპირის თემი) მოსახლეობამ ჰესთან მისასვლელი გზა გადაკეტა.

საპროტესტო აქცია, დღეს დილის 9 საათზე დაიწყო. მოსახლეობა სოფელში გზის გაკეთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აქციის მონაწილეები ამბობებ, ჰესის მიმართულებით არ გაატარებენ ტექნიკას და გზას გადაკეტავენ.

ადგილზე მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრობლემის გადასაჭრელად მოსახლეობამ ერთი კვირის ვადა მისცა. მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე დღემდე მიმდინარეობდა "ბახვი ჰესი 3"-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები და როგორც დაანონსებული იყო, ის ექსპლუატაციაში აპრილის თვიდან უნდა შესულიყო.

მოსახლეობა აპროტესტებს იმასაც, რომ 2013 წელს ენერგეტიკის მინისტრ, კახი კალაძის მიერ საზეიმო ვითარებაში გახსნილ ჰესს რამდენიმე დღეც არ უფუნქციონირებია და იქ არც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42