ქვემო ქართლში რწყვის სეზონი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:50, 29 Mar, 2015     972

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო ქართლის რეგიონში რწყვის სეზონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა გარდაბნის სარწყავი სისტემის ქიჩიკის წყალგამშვები კვანძის ფარი სიმბოლურად გახსნეს. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია რწყვის სეზონის გახსნის ღონისძიების ტრადიციად დამკვიდრებას და ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღინიშვნას გეგმავს.

გარდაბნის სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების ღონისძიებას ადგილობრივ ფერმერები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივებთან რეგიონის განვითარებისთვის სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიის 1/3 სწორედ ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.

,,უკანასკნელი წლების განმავლობაში სამელიორაციო სისტემებზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტები ხორციელდება. ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რომლის დასრულების შემდეგ, 30 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„დღეისათვის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოებს 34 ობიექტზე ახორციელებს. ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაქსიმალური წაყალუზრუნველყოფა მოხდეს“, - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა.

რწყვის სეზონის გახსნის ღონისძებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: ნოდარ კერესელიძე, დავთ გალეგაშვილი, იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარეაბილოტაციო ღონისძიებები რწყვის სეზონის პარალელურად გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42