„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად ნარიყალა, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდა
საზოგადოება - 12:32, 29 Mar, 2015     2971

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის - „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტი გაიმართა. აქვე, „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა ცეცხლოვანი შოუ გამართეს. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.

თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის დღე“ უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები - მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა, ასევე, სამინისტროებში.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდა, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩა ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშა.

„დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე მილიონობით ადამიანმა თქვა უარი.

ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42