ექსკლუზივი: გიორგი ჩიტაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ბრალდება ხელისუფლებას
საზოგადოება - 18:27, 28 Mar, 2015     11991

„ჯერ მუქარა, მერე კი ფიზიკური ანგარიშწორება, ყოველივე ეს მას შემდეგ მოხდა რაც „ნიუპოსტში“ ბავშვების თვითმკვლელობასთან და სატანისტურ სექტასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე“ - ამბობს გიორგი ჩიტაური და ბრალს ხელისუფლებას უყენებს. მისივე თქმით ბინძური ცილისწამება მის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

გიორგი ჩიტაური: „არიან ასეთი კატეგორიის ადამიანები რომლებიც ჩემს წინააღმედეგ ყველაფერს აკეთებენ, ისინი უშუალოდ იმით არიან დაკავებულები, რომ მოხდეს ჩემი ავტორიტეტის და ჩემი ღირსების შელახვა. ძალიან ბევრ მეთოდს მიმართეს, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ფიზიკურ ანგარისწორებასაც. ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, მოხდეს ჩემი დაშინება. დღევანდელ ხელისუფლება ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც წინა ხელისუფლება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ვერ იტანს. უნდა რომ ყველა ადამიანმა მათ დაკრულზე იაროს, მე არ მივეკუღთვნები ასეთი ადამიანების კატეგორიას. აქედან გამომდინარე მიზანმიმართულად ხდება ის რომ ჩემს წინააღმდეგ არის დაწყებული სერიოზული ანტი პიარ კამპანია, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქეთკენ როიმ მაიძულოს ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა რომლებიც უშუალოდ ამით არიან დაკავებულები დავტოვო საქართველო. ბევრია ჩართული ამაშია, მათ შორის კრიმინალები და ქურდული მენტალიტეტის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე მივმართე შესაბამის ორგანოებს და მიმნდინარეობს გამოძიება, იმედი მაქვს ეს ყველაფერი მოხდება კანონის ფარგლებში.

-შენ ქართული საზოგადოება გიცნობს როგორც ხელოვანს, მომღერალს, რომელმაც მიიღო „ნიჭიერში“ მონაწილეობა, გამოდის რომ პოლიტიკაშიც ხარ ჩართული?

-კი საკმაოდ აქტიურადაც, მაქვს ჩემი შეხედულებები და ვიბრძვი ამ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ. მე ხელისუფლებისაგან განსხვავებით კანონიერად ვიქცევი და ამას ისინი უკანონო ქმედებებით პასუხობენ, რაც ქურდული მენტალობით - „სხადინიაკებითა“ და გარჩევებში გამოიხატება. უნდათ ამით მოახდინონ რაღაცების პროვოცირება და ჩემი სახელის გატეხვა, რომ გამანადგურონ შინაგანად და სულიერად და ბევრს აუხსნან თუ როგორიუ ცუდი ადამიანი ვარ. ფიზიკურად კი მას შემდეგ გამისწორდნენ რაც „ნიუპოსტში“ სატანისტებთან დაკავშირებით გამოხმაურება დავბეჭდე. ჯერ დამემუქრნენ. შეიძლება ამ წერილს საერთოდ არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა ეს და საბოლოო ჯამში სურს, რომ მოახდინონ ჩემი დისკრედიტაცია. ამიტომაც ვაკეთებ განცხადებას, რომ გავაგებინო ეს საზოგადოებას. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ყოველგვარ ადამიანურ ასპექტებს მოცილებული სიბინძურე შეთითხნა ჩემზე.

-მითხარი ვებრძვიო ხელისუფლებას, რატომ რას უწუნებ? რა არ მოგწონს?

-ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლებისგან. მათ, როგორც წარმოუდგენიათ და როგორც ჰგონიათ რომ ქვეყანაში სიმდიდრე, დოვლათი, ხვავი და ბარაქაა - ასე არ არის. მათ რომ ჰგონიათ, მესამე წელი განსაკუთრებულია, არც გაჭირვებაა ჩევნს ქვეყანაში და არც შიმშილით არ იხოცებიან და ეკონომიკური ზრდა გვაქვს, - არც ეს არის მართალი. მათ რომ ჰგონიათ, რომ ლარი არ განიცდის ინფლაციას, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, რომ ასი ქარხანა გუგუნებს, რომ ადამიანის სიცოცხლე დაზღვეულია, რომ ხელისუფლების წყალობით ადამიანებს გააჩნიათ იმისი საშუალება, მივიდნენ აფთიაქში და წამლები უპრობლემოდ იყიდონ, რომ პროდუქტებზე ფასი არ არის გაზრდილი, რომ იდეალურ მდგონმარეობაში გვამყოფებენ, - ამ ილუზიების რომ არ მჯერა და ეს ყველაფერი რომ არ მესახება ისე, როგორც მათ, აქედან გამომდინარე არის ჩემში პროტესტის გრძნობა და სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, ამის პროპაგანდას გავაგრძელებ ისევ და ისევ აუცილებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42