გავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მოტივად სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბი სახელდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს უთხრეს,, რომ ის ნაშვილები იყო. ის სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით კი ბებიამ და ძმამ სახლის მიმდებარე სათავსოში გარდაცვლილი იპოვეს.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი დილის საათებში დაიწყო.
მისი თქმით, მეხუთე და მესამე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, წინა საღამოს მშობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაგრძელება იყო.
"ბავშვების მშობლებს შორის მომხდარა კონფლიქტი წინა საღამოს, ეს გამაფრთხილა კლასის ხელმძღვანელმა, ბავშვებმა კამათი სკოლაში დილითვე დაიწყეს. მე, კლასის ხელმძღვანელებთან ერთად, ბავშვები დავაწყნარეთ. შემდეგ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით ბავშვი სახლში გავუშვით. პაპა-ბებია დახვდა, ისადილა, დედას ტელფონზე ესაუბრა და შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. კონფლიქტში მონაწილე ოჯახი უკვე დაკითხა პოლიციამ"- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






