არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრას იხსენებს. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პატარკაციშვილთან ურთიერთობა იმ პერიოდში მოუწია, როდესაც ის დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა.
„ბადრის პირადად ვიცნობდი. მე 5 წელი გარეჯის მონასტერში ვმოღვაწეობდი და ათჯერ იყო ჩამოსული იქ. 50 ათასი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ მონასტერი შეკეთებულიყო. გაოცებული იყო, რასაც ვხარჯავ და ვტოვებ თანხას, გაკეთებული მხვდება ყველაფერიო. რაც გარეჯში გაკეთდა მისი უზარმაზარი დამსახურებაა. ერთხელ ჩამოვიდა სტუმრებთან ერთად, გარეჯის წინამძრვარი მამა ილარიონი სტუმრებს გაჰყვა და მე და ბადრი მარტოები დავრჩით. ძალიან მოწყენილი იყო. ვკითხე, რატომ ხართ მოწყენილითქო და მითხრა, დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდით ადგილსო“, - ამბობს ანთიმოზი.
ის ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეჭრის პერიოდსაც იხსენებეს და ამბობს, რომ პირველი იყო ვინც ამ მოვლენების დროს ტელეკომპანიაში მივიდა.
„როდესცა „იმედი“ დაარბიეს მე საავადმყოფოში ვიყავი. შემდეგ რეკავდნენ, რომ ჟურნალისტები მოწამლულები არიანო. მე წამოვედი „იმედში“ და პირველი ვიყავი ვინც ტელევიზიაში მივედი. როდესაც შიგნით შევედი დაცვის ბიჭები მიწაზე იწვნენ და „მასკიანი“ ადამიანები თავზე ედგნენ. გავბრაზდი მათ მივმართე - რას შვრებითთქო. ერთმა აწია თავი წამოვიდა ჩემსკენ და მითხრა, შემინდე მამაო დავალებას ვასრულებო“, - განაცხადა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






