GNCC-ი ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ IDFI-ს ბრალდებას პასუხობს
საზოგადოება - 20:36, 27 Mar, 2015     1714
საქართველოს კომუნკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. GNCC-ი განმარტავს, რომ შემადგენლობის განახლების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. GNCC-ი იზიარებს IDFI-ს რამდენიმე რეკომენდაციას.

„კომისიის შემადგენლობის განახლების შემდეგ კომისიის აპარატში შტატგარეშე თანამშრომელთა მიღების პრაქტიკა მინიმუმამდე არის დაყვანილი, საქართველოს „შრომის კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმდა მხოლოდ რამდენიმე ხელშეკრულება კონკრეტული ამოცანების შესრულების მიზნით.

კომისია იზიარებს IDFI-ს რეკომენდაციებს, კერძოდ:

• უნდა დაიხვეწოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები;

• განვითარდეს ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების იმპლემენტაციის მექანიზმი;

• დაიხვეწოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის თანამშრომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმები.

• კომისიის აპარატის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში როგორც საშტატო, ისე არასაშტატო კადრების მიღება მოხდეს გამჭვირვალე პროცესით;

• საჯაროდ გამოცხადდეს ვაკანსიები, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი სამუშაოს აღწერა;

• კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და ამა თუ იმ პოზიციაზე მაღალპროფესიონალი კადრების შერჩევას.

უფრო მეტიც, პუბლიკაციაში ხსენებულ ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, თავად იყო აღნიშნული რეკომენდაციების ინიციატორი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა კომისიის აპარატის სტრუქტურული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის უზრუნველსაყოფად. მზადდება და უახლოეს მომავალაში დამტკიცდება ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი წარიმართება საჯაროდ,“- ნათქვამია კომუნიაციების ეროვნული ომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ IDFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.



ლაშა ჯაფარიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42