ბანკები პრემიერ-მინისტრს პასუხობენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:15, 27 Mar, 2015     6284

კომერციული ბანკები საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას პასუხობენ, რომლითაც მთავრობის მეთაურმა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს კურსთა შორის სხვაობის გადახდა გადაუვადონ. ეს მოწოდება ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ მათ რესტრუქტურიზაცია იმ დღიდანვე დაიწყეს, რა დღიდანაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კონკრეტული გეგმის მომზადებისკენ მოუწოდა.

ბანკის განმარტებით, რესტრუქტურიზაცია თავადვე გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს ყოველთვიურად გადასახადი უმცირდებათ.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, კლიენტები დინამიურ რეჟიმში მიმართავენ გადავადების მოთხოვნით და ბანკიც აკმაყოფილებს მათს მოთხოვნებს. რაც შეეხება სტატისტიკას, ბანკში აცხადებენ, რომ ჯერ ძალიან მცირე დროა გასული და კონკრეტული რიცხვი დაზუსტებული არ არის.

„ბაზისბანკშიც“ აცხადებენ, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი დაწყებულია, მიმართვიანობა კი საშუალოა.

„მათ ვისაც ფინანსურად უღირს, ის აკეთებს გადავადებას. ზოგიერთ შემთხვევაში ვადის გაზრდა არც კი ღირს იმდენად მცირედით იცვლება გადასახდელი თანხა. მათთვის, ვისთვისაც ეს იქნება რეალური ფინანსური შეღავათი, მათი განაცხადი კმაყოფილდება“,- აცხადებენ ბანკში.

პრემიერის განცხადების საპასუხიდ, „თიბისიშიც“ ამბობენ, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი მიმდინარეობს. უკვე ორი კვირაა სესხის გადავადებას იმ მომხმარებლებს სთავაზობენ, ვინც ლარის კურსის დევალვაციის გამო დაზარალდა.

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, ფინანსურ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათი სესხების უდიდესი ნაწილი ლარშია, ამიტომ პრემიერის მიმართვა ნაკლებად ეხებათ. რაც შეეხება დოლარში გაცემულ სესხებს, ბანკში ამბობენ, რომ ეს ძირითადად ბიზნესის წარმომადგენლებზე გაცემული სესხებია, რომელთანაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

25 თებერვალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, გიორგი ქადაგიძესა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა სთხოვა კომერციულ ბანკებს წარმოედგინათ გეგმა, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი, შემოსავალი კი ლარში აქვთ.


წყარო: commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42