კონცერტში მონაწილეობენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, პიანისტი დათუნა ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე, ნანი ბრეგვაძე, თეონა დვალი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ზვიად ბოლქვაძე და სხვა ცნობილი შემსრულებლები.
აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით. საქართველო უერთდება ამ აქციას და კონცერტის პარალელურად ფილარმონიის გარე ფასადი განათდება. ბილეთები უკვე გაყიდვაშია (ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში და Biletebi.ge), კონცერტზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვთა მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის განვითარებას.
პარალელურად ჟურნალმა EGGO-მ მარტის თვის გამოშვება მიუძღვნა ამ კლინიკას და აუტიზმის მქონე ბავშვებს. გაკეთდა პროექტი ამ ბავშვების მონაწილეობით. საშა პრიშვინის მიერ შესრულებული ფოტოსესია, მათი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოებით, ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების ფოტოები.
მხატვართა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი აქციაში ჩართვის და კლინიკის ბავშვებთან ერთად დახატეს ნახატები, რომლებიც გამოიფინება კონცერტის საღამოს ფილარმონიის ფოიეში.
მომზადდა 8 წუთიანი ფილმი კლინიკის ბავშვების, მშობლების, მენეჯმენტის მონაწილეობით, რომელის პრეზენტაცია მოხდება კონცერტის მსვლელობის დროს.
იგეგმება აუტიზმის, დაუნის სინდრომის და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების მშობლების მიერ მოთხრობილი მათი შვილების ცხოვრების ისტორიების კრებულის გამოშვება, რომელსაც ახორციელებს გამომცემლობა „არტანუჯი“. აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია /გამოფენა განხორციელდება ასევე კონცერტის საღამოს ფილარმონიის ფოიეში.
მასალის გამოყენების პირობები






