IDFI ნეპოტიზმის ფაქტებზე: დეპუტატ ტყემალაძის და ხუნდაძის ნათესავები GNCC-ში
საზოგადოება - 16:44, 27 Mar, 2015     1469
არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქარათველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლების აყვანასთან დაკავშირებით ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი საჯაროდ თითქმის არასდროს ცხადდებოდა. როგორც ჩანს, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო, რომლის მიხედვითაც ვაკანტური საშტატო ადგილების დაკომპლექტება მხოლოდ კონკურსის გზით არის შესაძლებელი, ბოლო პერიოდში კომისიაში კადრები ძირითადად არასაშტატო სპეციალისტებად ინიშნებიან.

GNCC-ს მიერ IDFI-ისთვის 2015 წლის 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა შორის პარლამენტის რამდენიმე წევრის ნათესავია.

თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.

თამთა ტეფნაძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამსახურის დაკომპლექტება დაიწყო. კერძოდ, საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა - სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა.

2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა. საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში, „ალიონი 99“ იურისტის თანაშემწედ მუშაობდა.

ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია,“-ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42