112 გხედავთ - SMS და ვიდეო ზარის სერვისი მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის
საზოგადოება - 14:30, 27 Mar, 2015     1309

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარი 27 მარტიდან ხელმისაწვდომია მთელს საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის.

„ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება - SMS და ვიდეო ზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, - განაცხადა 112-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ბიჭაშვილმა, ახალი სერვისის პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალი სერვისის უშუალო ბენეფიციარები.

„112-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია 112-ის ახალი სერვისის შესახებ, მათ შორის, ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები, რომლებიც მარტსა და აპრილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. პრეზენტაციის დროს სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და თავად შეემოწმებინათ ახალი მომსახურების გამართულობა.

„გაერო სიამაყით გააგრძელებს საქმიანობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის და მათთან ერთად. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო საქმეა, რადგან სწორედ ასე შევძლებთ ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ყველას უფლება დაცულია, სადაც ადამიანები პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთს“, - განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

„იმედი მაქვს, რომ მსგავსს ინიციატივებს სხვა უწყებებიც განახორციელებენ და საქართველოს საჯარო სივრცე მალე თანაბრად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქუიქმა საინფორმაციო რგოლის გადაღებისას.

„112“-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში აქვთ შესაძლებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42