ახლახანს გამოქვეყნებული სამი ახალი წიგნის შემდეგ (ორი რომანი და პოეზია) დავით დეფი, მკითხველს კიდევ ერთ უახალეს წიგნს - „სააღდგომო ლექსებს“ სთავაზობს. გამომცემლობა „შემეცნება - სერია ცა“. დეფის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე.
გამომცემლობა „შემეცნება“: „მთელი გულით გთავაზობთ ქართველი პოეტის წიგნს „სააღდგომო ლექსები“. თქვენს წინაშე სახარების ეპიზოდები, ხარებიდან ამაღლებამდე 21 ლექსით წარმოჩინდება. „სააღდგომო ლექსები“ უნიკალური ნამუშევარია, სადაც ავტორის ვიზიონერული პოეზია, თქვენს თვალწინ ბიბლიურ სურათებში იშლება და მათ მომნუსხველი ვირტუოზულობით წარმოგიდგენთ. დეფი მართლაც ყველაზე პროდუქტიული თანამედროვე პოეტი და რომანისტია, რომელსაც საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხმა გააჩნია,რომლის წიგნებსაც მკითხველი ყოველთვის ელის და განსაკუთრებული ინტერესით ეცნობა.“
მასალის გამოყენების პირობები