"ჩემი ქმარი იშვიათად და ცოტას მელაპარაკება"
მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ, რაღაცნაირად, ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. დაქორწინებამდე ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და ურთიერთობის პრობლემა არ გვქონია, ახლა კი სასაუბრო თემა აღარ გვაქვს, თითქოს გაუცხოება დაგვეწყო. შეიძლება, მთელი დღე ისე გავატაროთ ერთად, მხოლოდ ორი-სამი წინადადებით შემოვიფარგლოთ და მერე დაღამებამდე ჩუმად ვიყოთ. რამდენჯერმე ვცადე, რამე საკითხზე გვესაუბრა, მაგრამ არცერთხელ არ ამყვა. მისი პასუხები სამი ვარიანტით შემოიფარგლება: „ჰო“, „არა“ და „არ ვიცი“. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ნუთუ დაოჯახებამ შეამცირა ჩემდამი ინტერესი? სხვა მხრივ საყვედური არ მეთქმის, მაგალითად, თუ რამე მაწუხებს, მაშინვე მივყავარ ექიმთან, ფულსაც დაუნანებლად მაძლევს და საჩუქრებსაც ყიდულობს ხოლმე, ამიტომაც ვერ გამიგია, რა ემართება, რატომ აღარ აქვს ჩემთან ლაპარაკის სურვილი. დაქორწინებამდე სიტყვაძუნწი და მუდო არ ყოფილა, ახლა კი ოღონდ არ ალაპარაკო და, მგონი, თანახმაა, ამაში ფული გადაიხადოს. ერთი პერიოდი ეჭვიც კი გამიჩნდა, ვინმე ხომ არ ჰყავს-მეთქი (საყვარელს ვგულისხმობ) და, შეიძლება ითქვას, თვალთვალი დავუწყე, მაგრამ ვერაფერში გამოვიჭირე: სამსახურიდან ყოველთვის პირდაპირ სახლში მოდის, წვეულებებზე ყოველთვის მივყავარ, მობილურშიც ვერაფერი აღმოვაჩინე და ჩვენი ინტიმური მხარეც, ასე ვთქვათ, წესრიგშია, ჩემს მეგობრებს და ჩემიანებსაც თბილად ხვდება და ყველანაირად ცდილობს, პატივი სცეს. მოკლედ, არანაირი თვალსაზრისით არ მეთქმის საყვედური, გარდა იმ ერთისა, რაც უკვე გითხარით, მაგრამ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს ცხოვრება და, რაც მთავარია, მეშინია, ამით საერთოდ არ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა. ეს ამბავი მხოლოდ ჩემს დას გავანდე და მან მითხრა, რა გენაღვლება, ნუ გაგიბამს საუბრებს, სხვა მხრივ ხომ არაფერს გაკლებს. აბა, ის გირჩევნია, ჩემი ქმარივით, ოცდაოთხი საათი ენას არ აჩერებდეს და სხვა მხრივ ფეხებზე ეკიდოო? რა თქმა უნდა, ასეთი უკიდურესი საპირისპირო სიტუაცია არ მირჩევნია და, სიმართლე გითხრათ, ყბედი და ლაქლაქა კაცები მართლა არ მიყვარს, მაგრამ, ისიც ძალიან ძნელი ასატანია, როცა მთელი დღე ელოდები, როდის დაბრუნდება სამსახურიდან შენი საყვარელი ადამიანი, რომ საღამოს, ვახშმის დროს, შენ შენი სათქმელი უთხრა, იმან თავისი გიამბოს; რომ შენ სიხარულით გაიხარო და მისმა საწუხარმა შეგაწუხოს, მან კი შენი დარდი და სიხარული გაიზიაროს. ჩემი აზრით, მხოლოდ ასე იქმნება სულიერი ერთიანობა ცოლ-ქმარს შორის, მატერიალური მხარე კი მეორეხარისხოვანია.
მასალის გამოყენების პირობები
ანა, 27 წლის.
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






