ცენტრალურ აფრიკაში ქართულმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა
საზოგადოება - 12:10, 27 Mar, 2015     1064

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა. ქართული ასეულის სამშობლოში გაცილების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით EUFOR-ის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ჟან მარკ ბაკუე გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პირად დისციპლინას უმაღლესი შეფასება მისცა. ფრანგმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ გიორგი სახოკიას, ასეულის მეთაურს, კაპიტან პაატა ფაცაციას და ქართული კონტინგენტის უფროს სამხედრო წარმომადგენელს, მაიორ ლაშა ჭანჭალეიშვილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის EUFOR-ის მედლები პირადად გადასცა.

ღონისძიების შემდეგ გოჩა რატიანი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიგადის გენერალ ჟან მარკ ბაკუეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო.

ქართულ ქვედანაყოფს ოპერაციის რაიონში უსაფრთხოების ზომების გატარება ევალებოდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ოპერაციის რაიონში ქვეით და მოტორიზირებულ პატრულირებას ახორციელებდნენ. ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42