2016 წლიდან მოსახლეობას გაზი გაუძვირდება
საზოგადოება - 11:07, 26 Mar, 2015     2925

ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობას, შესაძლოა, გაზი გაუძვირდეს. როგორც კი სუბსიდირების ვადა ამოიწურება, ქვეყანაში ტარიფის გადახედვის აუცილებლობა დადგება. სოციალური გაზის სუბსიდირებას მთავრობა 2016 წლის 1-ელ მარტამდე განახორციელებს. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.

"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ როგორ ხდება სუბსიდირება და რა მექანიზმს ფლობს ამისთვის "ნავთობისა და გაზის კორპორაცია", რომელსაც ამის ვალდებულება აქვს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გარკვევა, კორპორაცია რა შემოსვალს იყენებს ამ ხარჯის გასაწევად.

"კომერსანტის" ინფორმაციით, 2015 წლის 9 მარტის მთავრობის განკარგულების მიხედვით, სუბსიდირება ნავთობისა და გაზის კორპორაციას დაევალა. კერძოდ, როგორც 436-ე განკარგულებაშია აღნიშნული, "უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასის ზრდის თავიდან აცილების, კერძოდ, მისი ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ბუნებრივი გაზის მიწოდების არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების მიზნით, ბუნებრივი გაზის მიწოდება 2015 წლის პირველი მარტიდან 2016 წლის პირველ მარტამდე პერიოდში 121,2 აშშ დოლარის ნაცვლად, განახორციელოს 115,5 აშშ დოლარად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად".

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ სოციალური გაზის სუბსიდირება აქამდეც ხდებოდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, მთავრობის დადგენილებით, არსებული სუბსიდირების პროცენტული წილი გაიზრდება. მისი ინფორმაციით, მთავრობას ლარის გაუფასურება სოციალური გაზის სეგმენტში 16-17 მილიონი ლარი დაუჯდება.

მთავრობამ სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რათა კურსთა შორის სხვაობის ეფექტი კომპენსირებული იყოს. "ლარის გუფასურების გამო, რეალურად, გაზი ძვირდება იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც გაუფასურება მოხდა", - აღნიშნა ვალიშვილმა.

აქედან გამომდინარე, ლარის კურსი სამომავლოდაც თუ დაეცემა, გავლენას გაზის ტარიფის გაძვირების ვადაზეც მოახდენს. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მოსახლეობას გადასახადი ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც გაეზარდოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებებს განახორციელებს მთავრობა კომერციული გაზის ტარიფზე. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება.

ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ მოახდინა მთავრობამ გაზის ტარიფის სუბსიდირება მაშინ, როდესაც არ ჰქონდა სუბსიდირების ბიუჯეტი.

"სუბსიდირება მოხდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე. ტარიფს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42