"გარდაბანში 35 ჰექტარი მიწა 10 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა"
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:42, 25 Mar, 2015     1264

გარდაბანში 35 ჰექტარი მიწა თანაინვესტირების ფონდს არა ერთ ლარად, არამედ 10 მილიონ ლარამდე საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ გადაეცა.

ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა გარდაბანში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უძრავი ქონება გადაეცა თანაინვესტრების ფონდს და არა იმ კომპანიას, რომელსაც ის და უჩა მამაცაშვილი ხელმძღვანელობენ.

„სრული პასუხსიმგებლობით ვაცხადებ, რომ 2,5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა ერთ ლარად, არამედ 10 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა საქართველოს თანაინვესტორების ფონდს და არა მის თანმხლებ კომპანიებს, რომლის მფლობელები გახლავართ მე და უჩა მამაცაშვილი. უკვე აშენებულია 44 ათასი კვადრატული მეტრი. მშენებლობის მეორე ეტაპი აპრილში დაიწყება, რომელსაც კიდევ 85 ათასი კვადრატული მეტრი დაემატება. უკვე ჩადებულ 10 მილიონ ლარს დაემატება 20 მილიონი ლარი სექტემბრამდე. ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში "საქართველოს სათბურის კორპორაციას" 1ლარად გადასცეს. "საქართველოს სათბურის კორპორაციის" 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი ივანიშვილის დისშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩანაშვილის ეკუთვნის.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42