პრეზიდენტმა მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს მიულოცა
საზოგადოება - 12:12, 25 Mar, 2015     1258
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. პრეზიდეტი განსაკუთრებით აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისი საერთაშორისო დონეზე ცნობისთვის უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

განუზომელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იმ ფასეულობათა დამკვიდრებასა და შენახვაში, რომლებიც ჩვენი სახელწიფოებრიობის, კულტურის, ტრადიციათა საფუძველს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საუკუნის წინ ავტოკეფალიის დაბრუნების მიზანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის საკვანძო მომენტად იქცა და გააერთიანა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, საერო და სასულიერო მოღვაწენი. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ნიკო მარმა, მომავალმა პატრიარქებმა კირიონ II-მ და ამბროსიმ, მრავალმა სხვა მამულიშვილმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.

1917 წლის 25 მარტს ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული დოკუმენტი, რომლითაც ავტოკეფალიის გაგრძელება გამოცხადდა, ამ უდიდესი ძალისხმევის სამართლიან დაგვირგვინებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენი ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა.

25 მარტი საუკუნოდ განასახირებს ჩვენ სულიერ ფასეულობათა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთობას.

ღმერთმა დალოცოს საქართველო.“





ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42