საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა, ბიზნესმენი ღარიბაშილს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროების შეჩერებისკენ მოუწოდებს :
“პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. უკვე ერთ წელზე მეტია ვითხოვთ მოიმოქმედოთ რამე და შეაჩეროთ ბიზნესის რეკეტი და შევიწროება, რომელსაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა. თქვენ სისტემატურად აიგნორებთ ჩვენს მესიჯებსა და წერილებს, თქვენი დუმილი და უმოქმედობა სიტუაციას კიდევ უფრო აფუჭებს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შეაჩეროთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ თქვენ საბოლოოდ გადადგამთ ნაბიჯებს და მოიმოქმედებთ რამეს ამისათვის. დიდი მადლობა.”- წერს ფადი ასლი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






