ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ უბანში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ბოშებსა და ოზურგეთის საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპისრება საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, საპატრულო ეკიპაჟებმა, ბოშებს, კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, "გოლფ 1" ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
მანამდე კი, სანამ საპატრულო პოლიცია ამას გააკეთებდა, ბოშებმა მანქანა დააზიანეს, პოლიციელებს კი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.
"რა ვქნათ ახლა, ეს ერთადერთი მანქანა გვაბადია, რომლითაც ოჯახი ლუკმა პურს ვშოულობთ და რაღაცეებს ვყიდით, 7 შვილი გვყავს და ვრჩებით ღია ცის ქვეშ, ესაა მთავრობა! არცერთ დონეზე არ გვეხმარებიან ადამიანებად არ გვთვლიან და აჰა 50-მდე სპეცნაზელი, სამი საპატრულო ეკიპაჟით დაგვესხნენ თავს. ეუფ, დაგვიჭირენ ტერორისტები, ფუი თქვენი მარხვაც და თქვენი დედაც"- განაცხადა ერთ ერთმა ბოშამ.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






