რას შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება ახლავე?
საზოგადოება - 14:23, 24 Mar, 2015     1401
„გამოსავალი არსებობს ყოველთვის! მთავარია, დავინახოთ“ - ამბობს თამარ საგინაშვილი და იმ გზას გვთავაზობს, რომელიც თითოეულს ცხოვრების შეცვლასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მთავარია მიჰყვეთ წარმატების ექსპერტის რჩევებს და მოქმედება არ დაიზაროთ.

როდის იწყება ცვლილებები?

მაშინ, როცა მიზნებს ვისახავთ?

იქნებ როდესაც მიზნებს გეგმებად გავწერთ?

ანდა, როცა მოქმედებებს ვიწყებთ?!


მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უძღვის წინ!

რის გარეშეც მიზნები მიზნებად რჩება და გეგმები - გეგმებად!

როდესაც ამას მივხვდი, ჩემს ცხოვრებაში სასწაულები დაიწყო.თუმცა, სასწაულები უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ყველაფერს ინტუიტიურად ვაკეთებდი და არ ვაანალიზებდი და არ მესმოდა, რა და როგორ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

გამოჯანმრთელებაც,

საკუთარი თავის ძიებაც, წინსვლაც,

პიროვნული ზრდაც მაშინ დაიწყო, როცა მე გადავწყვიტე, რომ ძველებურად აღარ ვიცხოვრებდი, როცა გადავწყვიტე, რომ ჩემი, აუხდენლობით "შეშინებული" ოცნებები უკვე ვეღარ დარჩებოდნენ ოცნებებად.

მაშინ მე ეს გადავწყვიტე ისე, რომ არც კი დავფიქრებულვარ, რა შეიცვალა ჩემში!

გადაწყვეტილება! აი, საიდან იწყება ცვლილებები!

ადამიანების უმეტესობას უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ამას სიამოვნებით მიანდობს სხვას. მათი ცხოვრებაც, შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანების გადაწყვეტილებების გაუგებარი "აჯაფსანდალია"!ჩვენს ცხოვრებას ჩვენ ვმართავთ.

ამიტომ იქნებ ახლავე დაფიქრდეთ და უპასუხოთ კითხვას: რომელ თქვენს გადაწყვეტილებას (რომელსაც დიდი ხანია "ბლოკავთ") შეუძლია საფუძვლიანად გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრება? და არ გააგრძელოთ კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებთ!!! ...

იპოვეთ პასუხი? უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯები ცვლილებების გზაზე? არა?

ერთი კარგი ქართული სიტყვა გამახსენდა - მიაყურისძირა:) გაგიგონიათ?ჰოდა, ძალიან ხშირად სწორედ ისე ვაყურისძირებთ ყველაზე მნიშვნელოვანს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ახლა ზოგიერთმა თქვენგანმა ( ეჭვი მაქვს რომ უმრავლესობამ:))) მიაყურისძირეთ ეს მნიშვნელოვანი კითხვა.

და იმისათვის, რომ ასე აღარასოდეს მოექცეთ საკუთარ თავს, იმისათვის, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა, კითხვების დასმა და შესაბამისი პასუხების მიღება თქვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო "საქმიანობა" გახდეს, იმისათვის, რომ შეამჩნიოთ და სიყვარულით აავსოთ ის უნიკალური პიროვნება, რომელიც თქვენ ხართ და გამოიყენოთ მისი ამოუწურავი შესაძლებლობები, მიიღეთ გადაწყვეტილება!!!

21-ე საუკუნემ უნიკალური ცოდნის "ვარსკვლავთცვენა" მოგვიწყო! პირდაპირ თავზე გვეყრება სამყაროს კანონების, ჩვენი შესაძლებლობების, ცხოვრების მოწყობის წესების შესახებ ინფორმაციები! მხოლოდ სიყვარულით და მადლიერებით უნდა მიიღოთ, გაიაზროთ და გამოიყენოთ! ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილების განხორციელების პოტენციალი უკვე არის თქვენში.და თუ მარტოს გიჭირთ მისი მიგნება, აუცილებლად იპოვით ადამიანს, რესურსს, წიგნს, ფილმს, ტრენინგს თუ უბრალოდ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში.

ყველას თავისი გზა აქვს. მთავარია ამ გზამ ბედნიერების "სამფლობელომდე" მიგიყვანოთ!მიიღეთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და თქვენი ცხოვრება შეიცვლება!

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით თამარ საგინაშვილი


წყარო:http://tamarsaginashvili.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42