პროექტის მიზანია განსხვავებული ფერის ურნების მეშვეობით ნარჩენების სეპარაციის მოდელის დანერგვა. ურნებში განთავსდება დახარისხებული საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენები. მოხდება ნარჩენების ტრანსპორტირება დაგადამუშავება, ხოლო ორგანული ნარჩენების კომპოსტირების გზით კი შესაძლებელია ორგანული სასუქის წარმოება.
პირველად „რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრმა“ საპილოტე პროექტის ფარგლებში საგურამოს დევნილთა კომპაქტურდასახლებაში დაამონტაჟა ფერადი ურნები, გადამუშავებული ორგანული ნარჩენების გზით მოპოვებული სასუქი კი ისევ დევნილ მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და საარსებო წყაროს გაზრდას მოხმარდება.
დაგეგმილი შეხვედრა კოორდინაციას გაუწევს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის დიალოგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა საქართველოში წარმატებით დაინერგოს ნარჩენების დახარისხებისა და მართვის ევროპული მოდელი.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისმცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრის“ მიერ.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კონტრაქტორი ორგანიზაცია Coop Georgia.
მასალის გამოყენების პირობები






