ძვირდება თუ არა მგზავრობა ?! - „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 13:04, 23 Mar, 2015     3509

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ტარიფის გაძვირება არ იგეგმება.

„თბილისის მიკროავტობუსი“ სთხოვს მედიასაშუალებებს ნუ შეიყვანენ მოსახლეობას სიცრუეში და ნუ მოახდენენ დღეს ბეჭდური მედიის ერთერთი საშუალებით გავრცელებული ტყუილის ტირაჟირებას. კომპანია კატეგორიულად აცხადებს რომ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური არ ძვირდება.

კომპანია „თბილისის მოკროავტობუსი“ ითვალისწინებს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და უარს ამბობს სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე.

ლარის თითქმის 30 % იანი გაუფასურების მიზეზითმოცემული მომსახურების სფერო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა-დოლარში აღებული საბანკო ვალდებულების გამო, კომპანიას ყოველთვიური საბანკო მომსახურების ხარჯი 400 ათასით ლარით გაეზარდა.

შესაბამისად, რომ არ მოხდეს მგზავრობის ტარიფის გაზრდა, კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა’’ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებელი 12 მარტიდან 3 ლარითგაიზრდება.

დღემდე მძღოლების დღიური შემოსავალი საშუალოდ 40-იდან 80 ლარამდე იყო, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით კი მათი ყოველდღიური ხელფასი საშუალოდ 15 ლარით გაიზარდა-ანუ მძღოლების დღიური სარგო საშუალოდ მერყეობს 55-იდან-95 ლარამდე. აღნიშნული დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს იმ გამოსავალს, რითაც არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, ასევე გამოსწორდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება როგორც მძღოლების კეთილდღეობაზე, ასევე მომსახურების სტანდარტდებისა და მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ყოველდღიური გადასახადი გაუზარდა. ამის მთავარ მიზეზად ლარის კურსის ვარდნა სახელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველივე ამას აპრილიდან თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება მოჰყვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42