„საქართველოში არაერთი ლამაზი ქალია“ - სად გადის ზღვარი გემოვნებასა და უტაქტობას შორის
საზოგადოება - 11:58, 23 Mar, 2015     17676
„ჩვენი, კაცების დიდი ნაწილისთვის ლამაზი ქალი – ლამაზ საჯდომთან და მკერდთან იგივდება“, - წერს ხმაურიანი ბლოგერი გურამ შეროზია და გემოვნების დახვეწის მიზნით ქართველ მამაკაცებს ევროპაში მოგზაურობასა და ქალების დაგემოვნებას თუ არა დათვალიერებას მაინც ურჩევს.

გურამ შეროზია: ხშირად მოისმენდით, ან სოციალურ ქსელებში, მეგობრების სტატუსებში ნახავდით შემდეგი შინაარსის გამოთქმას: საქართველოში, ერთადერთი ლამაზი ქალია და ისიც კაცია.

და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მსგავს კომენტარებს აზიარებდნენ თავად ქალბატონებიც.

კი ბატონო, ქალბატონი კესარია, ნამდვილად ლამაზი ქალია, რამდენად ყველაზე ლამაზი – ეს თქვენი გემოვნების საკითხია, მაგრამ აუცილებელია სრულიად საქართველოს ქალების შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი იუმორის უმაღლეს ხარისხს გავუსვათ ხაზი?

შეიძლება ადამიანებს ეხუმროთ შეხედულებებზე, მენტალიტეტზე, უწიგნურობაზე და გქონდეს მიზეზად მათი გამოსწორება, მაგრამ ყველა ქალის ერთ ქვაბში მოხარშვა, ასეთი დისკრიმინაციული კომენტარით – ჩემი სუბიექტური შეხედულებით – ჩვენივე სირცხვილია.

  • სადღაც გვსმენია, რომ უკრაინელი გოგონების „შებმა“ ადვილია, დაგემხსვრათ თუ არა აღნიშნული სტერეოტიპი, ენაგადმოგდებული რომ დასდევდით კაზანტიპზე აღნიშნულ უკრაინელ გოგონებს და ყოველ დღე, ინტერვიუებში, სექსზე დაგეშილ ქართველ კაცებს გვაკრიტიკებდნენ?
  • თუნდაც მარტივი იყოს და გაცნობიდან ერთ საათში ლოგინში გვიწვებოდნენ, როგორ შეიძლება არ გვქონდეს ამბიცია და „მუღამი“ მოხიბლვის პროცესის, გვეზარებოდეს წვალება და ლანგრით მორთმეულზე ვოცნებობდეთ?

  • არ მესმის კაცის, რომელიც დასცინის ქალიშვილებს, მაგრამ ცოლად მაინც ქალიშვილი უნდა;
  • არც იმ კაცების მესმის, ვინც სატანის მოვლენილებად თვლის და აგინებს „ბოზებს“, მაგრამ „მყვირალობის“ ყოველი მორიგი შემოტევის დროს, ისევ მათთან იკმაყოფილებს მოჭარბებულ ვნებებს

თემას ნუ გადავუხვევთ და დავუბრუნდეთ ისევ ქალების ვიზუალს, სამწუხაროა, რომ ჩვენი, კაცების დიდი ნაწილისთვის ლამაზი ქალი – ლამაზ საჯდომთან და მკერდთან იგივდება, უფრო სწორად დიდი ზომის საჯდომთან და მკერდთან და ეს არის სულ, რაც გვყოფნის სრული ბედნიერებისთვის.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი ქალები, სკანდინავიაში, ლათინურ ამერიკაში და საქართველოში ცხოვრობენ.

რატომ საქართველოში? ალბათ იმიტომ, რომ ფორმებთან ერთად, მხიბლავს სახასიათო ნაკვთები, მეტყველი თვალები, განსხვავებული შარმი და ის, რომ სხვა ქვეყნების ქალების დიდი ნაწილისგან ბევრი რამით განსხვავდებიან.

გირჩევთ იმოგზაუროთ ბევრი, ევროპაში, დააგემოვნოთ თუ არა, დაათვალიეროთ მაინც, ბევრი, სხვადასხვა ეროვნების ქალი და დასკვნებიც უფრო გამარტივდება.

ზოგადად, რა არის მომხიბლველობა? გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა ხედავთ ულამაზეს გოგონას, გიყვარდებათ ერთი ნახვით და ხმის ამოღებიდან 15 წუთში, მისი დანახვაც არ გინდათ? და პირიქით, ნახეთ გოგონა, რომელსაც ვერც კი გამოარჩევთ სხვებისგან, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მასზე ლამაზი ქალი დედამიწის ზურგზე არ გეგულებათ? მე მქონია მსგავსი შემთხვევა და არაერთხელ, ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენც…

მომხიბლველობას, ვიზუალთან ერთად ქმნის – გემოვნება, მეტყველება, მანერები, იუმორი, ქარიზმა, ტემბრი, ჩაცმულობა, აზროვნება, განათლება, სახასიათო შტრიხები და ბევრი სხვა პარამეტრი, შესაბამისად, თუ ქალს აფასებთ, როგორც ნივთს – ეს თქვენი ზოგადი უნარების პრობლემაა.

შემიძლია გაგაცნოთ ჩემი ძალიან ბევრი ევროპელი, მამრობითი სქესის მეგობარი, რომელიც მოხიბლულია ქართველი ქალებით, ჩვენი გარკვეული ნაწილი კიდევ ყველა არაქართველ ქალს, ქართველებზე გაცილებით მომხიბლველად თვლის.

ჰოდა, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში არაერთი ლამაზი ქალია, ხოლო თუ საერთოდ არ მოგწონთ ქალები და ეს არის თქვენი სკეპტიციზმის მიზეზი (ან ის, რომ ვერცერთი ქალი ვერ დაითანხმეთ სექსზე და ზოგადად გაბოროტდით), გაიხსენეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მინიმუმ ერთი ქალი მაინც არსებობს, ეს არის დედა და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხანდახან დუმილი ყველაზე ღირსეული კომენტარია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42