ბარსელონა VS რეალი - დღეს "ელ-კლასიკოა"
სპორტი - 16:00, 22 Mar, 2015     4289
დღეს, თბილისის დროით 23:55 წუთზე “ელ კლასიკო” გაიმართება. “კამპ ნოუ”-ზე შესაძლოა პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულის ბედი გადაწყდეს. ერთმანეთს ტიტულისთვის მებრძოლი ორი გუნდი, “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდება. მათ შორის ქულათა სხვაობა სატურნირო ცხრილში მხოლოდ 1-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში “ბარსელონა” გაცილებით კარგი ხარისხის თამაშს აჩვენებს, ვიდრე “რეალი”, მოგების შანსები მათ მაინც თანაბარი აქვთ. კატალონიელებმა პირველ წრეში გამართული “ელ კლასიკო” დათმეს, ამიტომაც რეაბილიტაციის მოხდენას შეეცდებიან. ამაში მათ თავიანთ არენაზე შეკრებილი კოლოსარული რაოდენობის გულშემატკივარი დაეხმარებათ.

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი დღეს აქცენტს შეტევაზე გააკეთებს. “რეალის” მცველებს საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევთ. მათ წინააღმდეგ დღეს ლუის სუარესი, ნეიმარი და ლიონელ მესი ითამაშებენ. “სამეფო კლუბის” მენტორმა, კარლო ანჩელოტიმაც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” კარგ ფორმაშია და არც ისე კარგ მდგომარეობაში მყოფ “რეალს” “ბლაუგრანელთა” შეჩერება გაუჭირდებათ, თუმცა იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ თავისი გუნდი კონტრშეტევების ხარჯზე მეტოქის კართან მწვავე იერიშებს მიიტანს. გარეტ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ დღევანდელი შეხვედრისთვის 100%-ით მზად არიან, ამიტომაც “რეალის” მთავარი კოზირი დღეს ფლანგები იქნება.

“ელ კლასიკოს”, როგორც წესი, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ლონდონის “არსენლის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ტიერი ანრი თვლის, რომ დედამიწაზე “ელ კლასიკოზე” სანახაობრივი და კარგი მატჩი არ არსებობს. კატალონიელთა ცხრიანი, ლუის სუარესი კი აცხადებს, რომ “კლასიკო” ყველა სხვა მატჩისგან განსხვავებული და განსაკუთრებულია. ლუისის თქმით “ელ კლასიკოში” თამაში მისი ოცნება იყო.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი გარკვეული დანაკლისით შეხვდება. “ბარსელონას” ტომას ვერმაელენი და სერხიო ბუსკეცი ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა ვარჯიში განაახლა, თუმცა სათამაშოდ მზად ჯერ კიდევ არ არის. “რეალს” ამ მხრივ მხოლოდ ხამეს როდრიგესი დააკლდება. კოლუმბიელ ჰავბეკს ტრავმა აწუხებს. კარლო ანჩელოტის გუნდის ძირითადში ხამესის ნაცვლად, სავარაუდოთ, ისკო ითამაშებს. ესპანელი ნახევარმცველი ტექნიკური და მოქნილია. მას კროოსთან ერთად მოედნის ცენტრში საკმაოდ კარგი ტანდემის ჩამოყალიბება შეუძლია. “ბარსელონას” საყრდენ ზონაში ბუსკეცის ადგილს ხავიერ მასკერანო დაიკავებს, ხოლო დაცვის ცენტში პიკეს მატიე შეეწყვილება. ზოგიერთი პრესა წერს, რომ დღეს ლუის ენრიკე თავისი გუნდის ნახევარდაცვის ცენტრში ივან რაკიტიჩის ნაცვლად ხავის დააყენებს. ხორვატმა ნახევარმცველმა “სიტისთან” გამართულ საპასუხო შეხვედრაში ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა. რაკიტიჩი თითქმის უშეცდომო იყო, თუმცა ლუის ენრიკემ ის მოედანზე შესაძლოა მეორე ტაიმში შემოიყვანოს.

“რეალის” შემტევ ხაზში კვლავინდებურად რონალდუ-ბენზემა-ბეილი მოგვევლინება, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში ისკო-მოდრიჩი-კროოსი. ანჩელოტი აქცენტის გამახვილებას სისწრაფეზე აპირებს. მადრიდლები შეეცდებიან, რომ “ბარსელონას” პასების სერია სწრაფად ჩაშალონ და მეტოქ კონტრშეტევაზე წამოაგონ. მადრიდელთა დაცვის ხაზი უცვლელი იქნება. აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბის” მარცხენა მცვლეი, მარსელო საკმაოდ კარგ ფორმაში იყმოფება. ბრაზილიელი ფეხბურთელი შეტევებში ხშირად ერთვება და მეტოქეს თავისი კარგი ჩაწოდებით აწუხებს. მარჯვენა ფლანგს დანიელ კარვახალი ჩაიბარებს. ის “რეალის” ერთ-ერთი სუსტი წერტილია. საინტერესოა, შეძლებს თუ არა დანიელი უსწრაფესი და უზადო ტექნიკის მქონე ნეიმარის შეჩერებას?

“ელ კლასიკოს” საუკეთესო ბომბარდირი, ლიონელ მესი დღეს სრულ მზადყოფნაშია. ბოლო შეხვედრებში მესი თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა წარმატებულ დრიბლინგებთან ერთად ზუსტ პასებსაც უმატა. რაც შეეხება რონალდუს, რაც პორტუგლიელი ვარკსვლავი ირინა შეიკს დაშორდა, მისი საქმე არც ისე კარგად მიდის. ბოლო 13 თამაშში მან 8 გოლის გატანა შეძლო. მესის კი იგივე რაოდენობის შეხვედრაში 14 გოლი და 9 ასისტი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42