ზაზა ფაჩულია NBA-ს ისტორიაში შევიდა (ვიდეო)
სპორტი - 15:05, 22 Mar, 2015     10057


ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ნიუ იორკში “ბრუკლინთან” 127:129 დამარცხდა. თუმცა,

ზაზა “ბრუკლინთან” მატჩში სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 40 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 22 ქულა, 21 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 16-დან 9 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ აღნიშნულ მატჩში პირადი რეკორდიც დაამყარა. ის ორ მაჩვენებელში 20 ნიშნულიან ზღვარზე ავიდა და გადააჭარბა კიდეც.ქართველი გულშემატკივრისთვის მილუოკელთა ეს მარცხი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე ბურთი 18-ჯერ მოხსნა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 21-ე საუკუნის საუკეთესო მაჩვენებელია. ზაზას მსგავსად მეტოქის ფარზე 18 მოხსნა, დენის როდმანს და ჩარლს ოკლის აქვთ შესრულებული. აღნიშნულ კონპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი მოუზეს მელოუნმა დააფიქსირა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა 1979 წელს მეტოქის ფარზე ბურთი 19-ჯერ მოხსნა, ხოლო 1982 წლის 11 თებერვალს მელოუნმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი, მეტოქის ფარზე 21 მოხსნა დააფიქსირა.

ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც მიმდინარე სეზონში მეცამეტედ მოახერხა, ხოლო სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე “მილუოკის” ფორვარდმა იანის ანტეტოკუნმპომ 2-ქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ მოთავსდა, მატჩში 111:111 დაფიქსირდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ 10:10 დასრულდა. გამარჯვებული ვერც მეორე დამატებითმა 5-წუთეულმა გამოავლინა. მატჩის ბედი საბოლოოდ მესამე ოვერტაიმში გაირკვა, “ბრუკლინმა” “მილუოკი” 129:127 დაამარცხა.


http://worldsport.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42