„წერილის შემდეგ სამ დღეში შევკრიბეთ თანხა, პირველადი დახმარების ნივთები და საკვები პროდუქტები და ჩამოვუტანეთ ბებოს“ –გვითხრეს სტუმრებმა.
სიხარულისგან ბებო სიტყვებს ვერ გამოთქვამდა, მხოლოდ ტიროდა და ქველმოქმედ ადამიანებს მადლობას უხდიდა.
გამომშვიდობების დროს გამოჩნდნენ ბებოს შვილიშვილები არაფხიზელ მდგომარეობაში, ბებო შეშინდა და ადგილზე მის დასახმარებლად მისულებს სთხოვდა, რომ მარტო არ დაეტოვებინათ ის:
„მარტო არ დამტოვოთ, ჩემი შვილიშვილების მეშინია“_ ტირილით გვითხრა შეშინებულმა ბებომ.
მანქანაში ჩამჯდარი ვიყავით, როცა მუქარის შემცველი ფრაზებიც შემოგვესმა, აგრესიას გამოხატავდნენ ჩვენი მისამართითაც და ამბობდნენ, სოციალური დახმარება რატომ შეგვიჩერეთო. მოხუცის შვილიშვილის თანმხლებმა პირებმა გვთხოვეს პოლიცია გამოგვეძახებინა.
თითოეული თვითმხილველის დაკითხვის შემდეგ, ერთადერთი, რაც პოლიციის წარმოამდგენლებმა თქვეს, ის იყო, რომ შეეცდებოდნენ ბებო საკუთარ ოჯახის წევრებთან დაებრუნებინათ საცხოვრებლად.
ეს ის იძულებითი ნაბიჯია მოხუცისთვის, რისი სურვილიც მას არა აქვს, რადგან სწორე იმ შიშის, მუქარის, კონფლიქტის გამო დატოვა მოხუცმა საკუთარი საცხოვრებელი წლების წინ და მარტო ცხოვრება არჩია.
ჩნდება კითხვა, ვინ დაიცავს მოხუცის უფლებებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მას არაფერი დაუშავდება, გამგეობა?-რომელმაც მისი არსებობა ჩვენი წერილის მეშვეობით გაიგო და ისტერიული ფონი შექმნა პროცესების დრამატიზებით- თუ პოლიცია? რომელიც საკუთარი თვალით ხედავს ოჯახის ღია აგრესიას მოხუცის მიმართ და მაინც სახლში დაბრუნებას ურჩევს მას?
ვინც იმის გამო, რომ თბილი კაბინეტები არ გეთმობათ, არად აგდებთ მოხუცის შელახულ უფლებებს, მის გასაჭირს, ცრემლიან თავლებს, ტკივილს და მოხუცებულობას, კეთილ ადამიანებს მაინც დააცალეთ სიკეთის კეთება, ამის პასუხისმგებლობა მაინც დაგირჩეთ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






