მწერალი დავით დეფი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანა სტაგნაციაშია და აქედან გამოსავალი მთავრობის გადადგომაა.
„არის სრული სტაგნაცია ცნობიერების. დღეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა. ასევე პრემიერ-მინისტრის გადადგომა. უნდა მოვიდნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ უნარი შეიგრძნონ პროგრესი და განაგრძონ ქვეყნის განვითარება. საქართველოს აქვს შანსი იყოს საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში და ამ შანსს ართმევს ის ადამიანი, ვინც შეპყრობილია კომპექსებით და ტყუილებით“, - აცხადებს დავით დეფი.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთი ნაწილი ვარდების მოედანზე იკრიბება, მეორე კი - "კოლმეურნეობის მოედანზე“. რამდენიმე წუთში ისინი თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
მასალის გამოყენების პირობები






