„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად „კოალიცია“ ერთსულოვნება კონტრაქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართება.
აქციის მონაწილეების 15:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
„კოალიცია „ერთსულოვნებაში“ გაერთიანებული 300-მდე საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია, 1.5 მლნ ხელმომწერი საქართველოს მოქალაქის სახელით მოვითხოვთ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გაუქმებას. საქართველოსთვის დამღუპველი და ქართველი ერის მტერი ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრებას და არეულობას გეგმავს და ეს პროტესტის გარეშე არ უნდა დარჩეს. სამწუხაროდ, მათ აღზევებას ხელს უწყობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, იქ გაბატონებული კოაბიტაციის, არაკომპეტენტურობის და ნეპოტიზმის მეშვეობით. პირველი არხის ტელევიზია არ ემსახურება ქართული საზოგადოების ინტერესებს“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






