გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან, ხვალ, 21 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფ. წიწამურს, ქ. მცხეთის, ზაჰესის დასახლებისა და სოფელი დიღმის ნაწილს
· ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს
· ვაკისა და მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს, ბაგებს, წყნეთს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისს და შინდისს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 21 მარტის დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






