„მოხარულივარ ავღნიშნო „გალტ& თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო „გალტ&თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები,“ განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ისობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ისობლიგაციებისახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას.დეველოპერული კომპანია m²განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და მომხმარებლის სხვა და სხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.
m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში,მომხმარებელს შეუძლიამიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას „გალტ & თაგარტ“: www.gt.ge
მასალის გამოყენების პირობები






