რა სირთულეები "ჭამს" და რაში გამოუტყდა აჩიკო სოლოღაშვილი "ნიუპოსტს" ?!
საზოგადოება - 17:20, 20 Mar, 2015     3871
„წამყვანობა და თან ამ სახის პროექტის წაყვანა ძალიან რთულია“ - გამოუტყდა აჩიკო სოლოღაშვილი „ნიუპოსტსს“. ეს „სირთულე“ X ფაქტორის სცენაზე მყოფ ნიჭიერ მსახიობს საერთოდ არ ეტყობა. როგორც ჩანს გამოცდილება და პროფესიონალიზმი მაინც თავისას შვება, თუმცა თავად აი რას ამბობს.

აჩიკო სოლოღაშვი: „როცა ვამბობ რთულია-მეთქი, ვერავის ვაჯერებ. ძალიან მარტივად ჩანს დარბაზიდან და სახლიდან. თითქოს რა უნდა ამას, არაფერი. არადა დარბაზი ხელში უნდა აიყვანო. ნდობა მოიპოვო. ეს არის დიდი საკონცერტო დარბაზი. ეს არ არის თეატრი სადაც მიჩვეული ხარ სცენას, სადაც უფრო შეზღუდული და შეკრულია მაყურებელი, აქ არის ძალიან გაშლილი და რომ გადიხარ სცენა გჭამს თვითონ. ამიტომ არის ძალიან რთული. ერთი შემთხვევითი ჟესტიც კი არ გეპატიება. შეიძლება გაიღიმო და ეს ღიმილი აღიქვან სულ სხვა რაღაცად და სულ სხვა რამეს მიაწერონ.
მე და ია რაღაც ნომერზე ვცეკვავდით ეს ფოტო დაიდო X ფაქტორის გვერდზე და ვიღაცებმა ჩათვალეს რომ ჩვენ კონკურსანტს დავცინოდით. არადა არანაირად არ იყო ეს დაცინვასთან კავშირში. უბრალოდ ჩვენ ჩვენს ფონს ვუკეთებდით ამ სიმღერას. სასაცილოსა და დასაცინს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მაყურებელს კი შეუძლია მოგაწეროს პირდაპირი მნიშვნელობით რომ დასცინი, ამ დროს ვერ დავცინი, ჩემი პროფესია და ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას და უფლებას. ამიტომ ძალიან ძნელია, და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გმართებს. სულ ოქროს ზღვარია დასაცავი და ამ ოქროს შუალედის დაცვა ძალიან რთულია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42