შსს-ს მიერ გამოცემული 2015 წლის კალენდარი ქართველი გმირების შთამომავლებს გადაეცათ
საზოგადოება - 10:09, 20 Mar, 2015     915

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა XX საუკუნის ქართველი გმირების შთამომავლებს უმასპინძლა. შსს-ს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელებმა არქივის მიერ გამოცემული, 2015 წლის კალენდარი გადასცეს, რომელიც ქართველი გმირების ისტორიებს ეძღვნება.

ღონისძიებას გმირების შთამომავლები: ილამაზ მიწიშვილი, ლელა გოთუა, გურანდა ღვალაძე, გოგი მუსხელიშვილი, რეპრესირებულთა შვილები, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

2015 წლის კალენდარი ეძღვნება XX საუკუნის ქართველ გმირებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიერ იდევნებოდნენ და რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. კალენდარში წარმოდგენილია 12 ქართველი მამულიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, მათი ცხოვრების საინტერესო დეტალები და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაგალითები. ესენი არიან: მწერალი ლევან გოთუა, ცისფერყანწელი ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი ევგენი ღვალაძე, მომღერალი დავით (დათაშკა) კავსაძე, პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ფილოლოგი ქრისტინე შარაშიძე და სხვანი.

ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ბრძანება №00486“, რომელიც 1937-1938 წლებში რეპრესირებულ ქალებს ეძღვნება, მათ შორის არიან: ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილი, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა - ნუცა ხუციშვილი, ქართული არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბაბო დადიანი. ფილმში წარმოდგენილია კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებები, ისტორიკოსების მიმოხილვა და თავად რეპრესირებული ქალების მოგონებები. „ბრძანება №00486“- ში ასევე ნაჩვენებია ის რთული გზა, რომელიც რეპრესირებულმა ქალებმა გადასახლებაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განვლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42