საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით და გააჩნია საერთაშორისო პროექტებში ჩართვის პოტენციალი - კალაძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:20, 19 Mar, 2015     1414
საქართველოს ჰიდროსექტორში პირველ ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო პროექტის მშენებლობას Tata Power-ისა და Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული საწარმო ახორციელებს

საქართველოს ენერგოსისტემაში უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტის - ,,შუახევიჰესის’’ დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, "შუახევი-ჰესის პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ეს არის პირველი ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო პროექტი საქართველოს ჰიდროსექტორში, რომელიც ხორციელდება არარეგრესული დაფინანსებით, სამი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ.

„ამავდროულად, ეს არის პირველი ჰიდროპროექტი საქართველოში, რომლიც სერთიფიცირებულია გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ, 200 000 ტონით შემცირებული იქნება სათბური გაზების გამოფრქვევა ანალოგიური სიმძლავრის ადრეაშენებულ ჰიდროპროექტებთან შედარებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ენერგოდამოუკიდებლობისკენ არის შეუქცევადი პროცესი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, ვიტყოდი ძირითადიც კი ამ მიზნის რეალიზაციისთვის", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკის განვითარებაზე.

"ჩვენ დარგში დასაქმებული თითოეული ადამიანი, საქართველოს მთავრობა ვაცნობიერებთ ამ მნიშვნელობას და საერთო ძალისხმევით ვცდილობთ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესები იყოს დინამიური, საერთაშორისო სტანდარტების ანალოგიური და საერთო სახელმწიფო ეკონომიკურ სტრატეგიაში კონკრეტულად გაწერილი.

ჩვენი ქვეყანა არის მდიდარი ენერგორესურსებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია იმისი პოტენციალი და გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო პროექტებში მოხდეს სრული ჩართულობა და ფუნქციური მონაწილეობა. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში საქართველოს გაძლიერებას ემსახურება და ყოველი წარმატებული პროექტი თითოეული მოქალაქის წარმატებაა",-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42